19 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მთავრობა პროექტის განხორციელებისთვის ტენდერს აცხადებს, საბაგირო დაახლოებით 2 წელიწადში ამოქმედდება, პროექტის ღირებულება კი 50 მილიონი ლარია.

"ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც პრობლემას წარმოადგენდა, იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან, ყველა ადამიანთან შეთანხმება მიღწეულია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი, მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. დაახლოებით, 50 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები