კორონავირუსით დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია 38-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
"კურიერის" ინფორმაციით, 61 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, ის გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს. მას ტოტალური პნევმონია და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა.
რეგიონში კოვიდინფექციით უკვე 11 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში დღეის მონაცემებით 6192 კოვიდინფიცირებულია.