17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე გარდაბნის მოსახლეობას შეხვდა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გარდაბნის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ლიდერმა მოისმინა მათი პრობლემები და დეტალურად განიხილა მათი გადაჭრის გზები.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა რამდენიმე საკითხს: სასმელი წყლის არქონა, საძოვრების და მიწის პრობლემა, უმუშევრობა და მოწეული პროდუქციის გატანის ბაზრის არარსებობა. 

გარდაბნის მოსახლეობას ნინო ბურჯანაძემ გააცნო გეგმა, რომელიც მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განხორციელდება. 

ასევე დეტალურად განიხილეს ის ნაბიჯები, რასაც "ერთიანი საქართველო" გადადგამს ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად.

ნინო ბურჯანაძემ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა და საარჩევნო ბიულეტენზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.

დღის ამბები