ქვემო ქართლიდან ესტაფეტა დღეს პარტიულმა აქტივისტებმა თბილისს გადასცეს. სწორედ თბილისი-მარნეულის გზაზე მოხდა ახალი ძალადობა, რომლის დროსაც ერთ პირს სამი ადამიანი გაუსწორდა.
"ქართული ოცნების" მარნეულის შტაბის წარმომადგენელს, უცნობი პირები ჯერ ავტომანქანით დაედევნენ, შემდეგ დაეჯახნენ, მანქანებიდან გადმოსვლის შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ახალგაზრდა მამაკაცს სახის არეში არსებული მოტეხილობების გამო, ოპერაციაც კი დასჭირდა.
მმართველი პარტია მომხდარ თავდასხმაში, მარნეულის ამბების გაგრძელებას ხედავს და აცხადებს, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება.