19 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
სამხედრო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" შპს "დელტა ტექსტილი" დააფუძნა

"დელტა ტექსტილი" სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" დააფუძნა. "დელტა ტექსტილმა" რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე, ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის "ჯეო-ემ-ტექსის" 49%-იანი წილი შეისყიდა.

სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება.

აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შპს "დელტა ტექსტილის" მიერ შეძენილი "ჯეო-ემ-ტექსის" სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო.




დღის ამბები