21 ოქტომბერი 2020,   18:25
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პროგრამას, სადაც წერია რას გააკეთებენ და რას არ გააკეთებენ.

გამარჯვების შემთხვევაში პარტია მოსახლოებას გადასახადების შემცირების შედეგად 100000 სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება, რომლის მიხედვითაც წელიწადში თითოეულ ოჯახს საშუალოდ 2000 ლარი დარჩება.

რაც შეეხება რას არ გააკეთებენ, ამბობენ, რომ არ შეუქმნიან კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. მათ აღებულ ვალდებულებებს ხელი მოაწერეს.

დღის ამბები