09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ფიფას ახალი პრეზიდენტის ვინაობა კონგრესის უახლოეს სხდომაზე გაირკვევა

იოზეფ ბლატერის თქმით, ფიფას კონგრესი, სადაც არჩეული იქნება მისი შემცვლელი, უმოკლეს დროში გაიმართება, იქამდე კი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს. მეხუთე ვადით არჩევიდან 4 დღის შემდეგ, იოზეფ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტს ტოვებს.

გადადგომის შესახებ განცხადება მან ციურიხში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამის მიზეზად ფიფას გარშემო ატეხილი სკანდალი სახელდება. გასულ კვირას ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთდროულად დაიწყო გამოძიება შვეიცარიამ და შეერთებულმა შტატებმა.

ქრთამის აღებისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისთვის ბრალი 14 ადამიანს წაუყენეს. ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, გამოძიება თავად ბლატერის საქმიანობასაც შეისწავლის.

დღის ამბები