09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
რუსული მედია ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე წერს

რუსული მედია ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე წერს.

სააგენტო "ინტერფაქსი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მკვლელობის სავარაუდო იარაღი უკვე ნაპოვნია და მას ექსპერტიზა უტარდება.

ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მკვლელობის იარაღის აღმოჩენას არ ადასტურებს ერთერთი ბრალდებულის ადვოკატიც. დადაევის უფლებების დამცველი აცხადებს, რომ საქმეში იარაღი, რომლითაც ბორის ნემცოვი მოკლეს, საერთოდ არ ფიგურირებს.

დღის ამბები