09 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს ფარული მიყურადების უფლება კანონიერად მიეცათ

შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს ფარული მიყურადების უფლება კანონიერად მიეცათ. კანონი სენატმა მიიღო და მას უკვე ხელი ბარაკ ობამამაც მოაწერა.

ახალი კანონის მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მიღებულ ”პატრიოტიზმის აქტს” პირველ ივნისს ვადა ამოეწურა.

ახალი კანონი სახელწოდებით ”თავისუფლების აქტი”, სპეცსამსახურებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ელექტრონული წერილების წაკითხვის უფლებას ისევ ანიჭებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

დღის ამბები