09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ოპერაცია ჩაუტარდა

ჯონ კერის ოპერაცია ჩაუტარდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 3 დღის წინ ფეხი მოიტეხა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ჯონ კერი თავს კარგად გრძნობს.

მედიკოსების ვარაუდით, დღეს პაციენტი გავლასაც შეძლებს, თუმცა, მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეაბილიტაცია დასჭირდება. ჯონ კერიმ ფეხი საფრანგეთში მოიტეხა, ის ველოსიპეტიდან გადმოვარდა. ამის გამო სახელწიფო მდივანმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტები გადადო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები