თვითიზოლაციის გამო ზუგდიდში სამ უბანზე თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს. ამის შესახებ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საუბარია სოფელ რუხისა და ქალაქში ერთ საარჩევნო უბანზე, რომელთა წევრების ნაწილი თვითიზოლაციაშია. უბნებზე თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებსა მას შემდეგ აირჩევენ, რაც წევრების თვითიზოლაციის პერიოდი დამთავრდება.