გერმანიის საელჩომ ლიტერატურული პრემიის, "ერთობის იდეის" პრეზენტაცია გამართა. პრემია პირველად გადაეცემა ქართველ ავტორს 2019-2021 წლებში გამოცემული საუკეთესო გამოქვეყნებული ნაწარმოებისთვის, რომელიც ადამიანებს შორის ხელოვნურ საზღვრებსა და ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
ლიტერატურული პრემიის მფლობელის ვინაობა 2021 წლის 3 ოქტომბერს გახდება ცნობილი.