03 მაისი 2024,   00:46
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 35 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 35 მილიონს გადააჭარბა, მათ შორის, კრიტიკულად მძიმეა 66 000-ი პაციენტის მდგომარეობა.

გასულ დღეს მსოფლიოში 295 000-ზე მეტი ახალი კოვიდ პაციენტი გამოვლინდა, ლეტალობის მაჩვენებელი კი 5 000-ით გაიზარდა.

ყველაზე მძიმე ეპიდვითარება კვლავ შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია.

კოვიდინფიცირებულმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან საზოგადოებას მიმართა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მკურნალობისთვის მომავალი რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება.

დღის ამბები