27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, შესაძლოა, დღეს გაიმართოს

ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე დაკავებული პირები დღეს, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგენენ. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვს.

პოლიციამ სულ 4 პირი დააკავა - ორი "ქართული ოცნების", ორი კი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია. ბრალდება ორივე შემთხვევაში ძალადობაა. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს მარნეულში დაპირისპირების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზეც.

დღის ამბები