03 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
სომხეთის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 400 აზერბაიჯანელი სამხედრო

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთმა ქალაქ მინგეჩაურის, აფშერონისა და ხიზის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას უარყოფს ოფიციალური ერევანი და აზერბაიჯანულ მხარეს სიცრუეში ადანაშაულებს. სომხური მხარე აზერბაიჯანის დანაკარგის შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას. მათი განცხადებით, დაღუპულია 400 აზერბაიჯანელი სამხედრო, განადგურებულია 13 ჯავშანმანქანა, 3 საჰაერო ხომალდი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.

ინფორმაციას არ ადასტურებენ აზერბაიჯანში. პარალელურად ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქალაქი ჯაბრაილი და 9 სოფელი გაათავისუფლეს.

დღის ამბები