03 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
დააკავეს 40 წლის მამაკაცი, რომელიც მოსკოვის გამზირზე პოლიციელს თავს დაესხა

დაკავებულია მოსკოვის გამზირზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თბილისში აიყვანეს. 

პოლიციელზე თავდასხმის გარდა დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშიც ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები