09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ინტერპოლმა ფიფას 6 მაღალჩინოსანზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა ფიფას 6 მაღალჩინოსანზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ორგანიზაციის თანამშრომლებს ბრალად ედებათ ქრთამის აღება და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა.

შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს იოზეფ ბლატერის წინააღმდეგაც, რომელმაც ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ხელახალი არჩევიდან მეოთხე დღეს თანამდებობა დატოვა.

ორგანიზაციამ ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად რიგგარეშე კონგრესი უნდა მოიწვიოს, სახელდება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის არიან იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, მიშელ პლატინი და ლუიშ ფიგუ.

ევროპის საფეხბურთო ასოციაციები ბლატერის გადადგომას მიესალმნენ, რუსეთმა კი ეს ფაქტი ფიფაზე პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

დღის ამბები