03 მაისი 2024,   03:48
ვრცლად
ბელგიაში ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტრანსგენდერი ქალი დაინიშნა

ბელგიაში ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტრანსგენდერი ქალი დანიშნეს. ბელგიის მედია იუწყება, რომ მსგავსი შემთხვევა ევროკავშირის ქვეყნებში აქამდე არ ყოფილა.

პეტრა დე სუტერი მანამდე ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, ახლა კი პრემიერის მოადგილის თანამდებობასთან ერთად სახელმწიფო საწარმოების და სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

ბელგიის ლგბტ ორგანიზაციებმა დე სუტერის დანიშვნა ისტორიულ მოვლენად შეაფასეს, ძირითადად იმიტომ, რომ ამ ფაქტს, მედიაში აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.

დღის ამბები