09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
დონეცკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქვეყნის გენშტაბში აცხადებენ, რომ სეპარატისტებმა დონეცკის ოლქში სამთავრობო ძალების პოზიციებზე მასშტაბური საარტილერიო შეტევა დაიწყეს. შეტაკებების შედეგად 7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები კი ცეცხლის გახსნაში სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არმიამ მარინკას რაიონში ფრონტის ხაზის გარღვევა სცადა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილთა რიცხვი კი 60–ს აღწევს.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა სამთავრობო ძალებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში არტილერიის გამოყენების უფლება მისცა. ამ დროისთვის პრორუსი მებრძოლების შეტევა შეჩერებულია. 

დღის ამბები