03 მაისი 2024,   03:03
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებულმა დონალდ ტრამპმა კლინიკიდან თეთრ სახლში ვერტმფრენით გადაინაცვლა და საზოგადოებას მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საავადმყოფო დატოვა - COVID-19-ით ინფიცირებულმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვერტმფრენით გადაინაცვლა და საზოგადოებას მიმართა. შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.

ტრამპი მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსის არ შეეშინდეთ და არ მისცენ ვირუსს მათ ცხოვრებაზე გაბატონების საშუალება.

თეთრ სახლში დაბრუნებისას დონალდ ტრამპმა პირბადე მოიხსნა, რაც არ დარჩენილა მედიის ყურადღების მიღმა. პრეზიდენტის ამ ქმედებას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ COVID-19 დაუდასტურდა თეთრი სახლის პრესმდივანსაც. ის ამჟამად კარანტინშია.

კორონავირუსი შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის 2 ოქტომბერს დაუდგინდათ. შტატებში საერთო ჯამში ვირუსის 7 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 200 000-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები