03 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

12-მდე გაიზარდა საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. სტიქიის ზონაში მობილიზებული ათასამდე მაშველი ამ დრომდე ეძებს დაკარგულებს. სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან სამხედროები და ვერტმფრენები.

შტორმ ალექსის შედეგად საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში დაზიანდა საავტომობილო გზები და განადგურდა საცხოვრებელი სახლები. ზარალი მიადგა იტალიის ორ რეგიონსაც.

დღის ამბები