02 მაისი 2024,   19:17
ვრცლად
იწყება რთული პერიოდი, პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა ინფიცირების რისკის წინაშეა - ჯანმო

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მაშინაც კი, თუ ინფიცირებულმა პირმა დახურული სივრცე დატოვა, ვირუსს აქვს პოტენციალი ჰაერწვეთოვანი გზით მაინც გავრცელდეს.

მკვლევართა ანგარიში აჩვენებს, რომ აუცილებელია მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია ადამიანებს შორის. მსოფლიოში კორონავირუსით სავარაუდოდ ყოველი 10 ადამიანიდან ერთი დაინფიცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა ინფიცირების რისკის წინაშეა, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა განაცხადა. მაიკ რაიანის განცხადებით, იწყება რთული პერიოდი, დაავადება გავრცელებას განაგრძობს.

"ჩვენი შეფასებით, ამ ვირუსით შესაძლოა, დაავადებული ყოფილიყო გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი. ეს მონაცემი განსხვავდება ქვეყნის მიხედვით, ასევე სოფლებისა და ქალაქების მიხედვით, დამოკიდებულია სხვადასხვა ჯგუფზე. თუმცა ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავ რისკის წინაშე რჩება," - განაცხადა მაიკ რაიანსმა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 36 მილიონი ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, 27-მა მილიონმა პანდემია დაამარცხა, 9 მილიონი ადამიანი კოვიდ-19-ს ამ დრომდე ებრძვის.

დღის ამბები