03 მაისი 2024,   05:26
ვრცლად
აზრბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 27 და დაშავებულია 141 მშვიდობიანი მოქალაქე

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, 6 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პროკურატურა ავრცელებს.

ამასთანავე, დაჭრილი სამოქალაქო პირების რაოდენობა 141-ია.

ასევე, გაიზარდა დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების რაოდენობა - 63 ობიექტი და 376 საცხოვრებელი სახლი.

 

 

 

დღის ამბები