19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
რატომ დაბრუნდნენ მცხეთაში "ტოიოტა ქამრის" მგზავრები - "კურიერმა" შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ბოლო ჩვენება მოიპოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის, "ტოიოტა ქამრის" მგზავრის, აკაკი ქვრივიშვილის ბოლო ჩვენება "კურიერმა" მედიისთვის დახურული საქმიდან მოიპოვა. ახლა უკვე სრულწლოვანი ბრალდებული იხსენებს, რომ შაქარაშვილს, ამირხანაშვილსახვლედიანსა და ქათამაძეს "ტოიოტა ქამრის" მგზავრები მხოლოდ მეგობრების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გაეკიდნენ. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, აკაკი ქვრივიშვილმა საეჭვოდ მიიჩნია შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების გაქცევა.

აკაკი ქვრივიშვილი აგარაკიდან დაბრუნების შემდეგ უბანში შეხვედრასაც იხსენებს. ის ამბობს, რომ მასთან და თავგატეხილ ჩიქოვანთან ვასო მახარაძე, არჩილ გაგნიძე და ნიკა რევაზიშვილი მივიდნენ და ჰკითხეს, რატომ ჰქონდა ჩიქოვანს თავი გატეხილი, რის შემდეგაც ისინი მცხეთაში წავიდნენ.

ის, რაზეც ჩვენებაში არ ისაუბრა აკაკი ქვრივიშვილმა, "კურიერთან" ვრცლად განმარტა ვახო ჩიქოვანის დედამ. ნინო გოგილაშვილის თქმით, უბანში შეხვედრილმა მორაგბეებმა და ნიკა რევაზიშვილმა მცხეთიდან დაბრუნებულების დამშვიდება შეძლეს, თუმცა ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჟვანიას ტელეფონზე მცხეთიდან ლ.შ.-მ დარეკა.

აკაკი ქვრივიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამას ჩვენებაშიც წერს. მან არ იცის, ვინ მიაყენა დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს. ის ამბობს, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს თან არ ჰქონიათ რაიმე სახის იარაღი და მისი მტკიცებით, არც არავინ უძებნიათ სპეციალური სანათებით.

დღის ამბები