23 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ქალაქები ამ წუთებში იბომბება - "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოუწია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავარი გზა მოსალოდნელი დაბომბვის გამო  მთლიანად ცარიელია. სწორედ ამ საფრთხის გამო "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოუწია. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, ქალაქი სტეფანაკერტი და არაღიარებული რესპუბლიკის მიმდებარე ქალაქები ყველა ერთდროულად იბომბება. მათივე ინფორმაციით, ამ ქალაქებზე საჰაერო იერიშები მიმდინარეობს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წამომადგენლების განცხადებით, სამიზნე უკვე მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის, არაღიარებული ყარაბაღის ყველა ქალაქში განგაშის სირენაა ჩართული და ადამიანებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები