გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს არასრულწლოვან ბრალდებულთა გამოკითხვით გაგრძელდება. პროცესზე ასევე მოხდება საქმეში არსებული ნივთმტკიცებულებების განხილვა. უფლებადამცველების ვარაუდით ბრალდების მხარე ჯვარედინ გამოკითხვაზე უარს იტყვის და შესაბამისად მათი ვარაუდით დაცვის მხარე დაკითხავს ბრალდებულებს, ასევე მათი მტკიცებით დღემდე გამოკითხული მოწმეები ვერ ადასტურებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას და ვარაუდობენ რომ არასრულწლოვნების მიცემული ჩვენებით ცხადი გახდება მათი უდანაშაულობა.
"სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალეულ ქმედებას და საკმარისი იქნებოდა მტკიცებულების სტანდარტისთვის ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა," - აცხადებს ბრალდებულ ლ.შ-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.
მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას ნ.ქ-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილიც.