სააპელაციო სასამართლომ მიხეილ რამიშვილს უარი უთხრა. მეორე ინსტანციის სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის დაკითხვასთან და ტელეფონის დათვალიერებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინება არ გააუქმა.
რამიშვილი ევროპის კონვენციისა და ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაზე საუბრობს და სტრასბურგში გასაჩივრებისთვის ემზადება. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ კანონდარღვევის გარდა შექმნილი ვითარების გამო საქართველოში ადვოკატები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რაც საბოლოოდ ამ ინსტიტუტის ჩამოშლას გამოიწვევს.