07 სექტემბერი 2026,   18:33
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა - StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 62-ს შეადგენს.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც  5235-ია ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 348 ადამიანი განიკურნა. 

დღის ამბები