ახმეტის საკრებულოს სხდომაზე პანკისის სოფელ დუისში მდებარე შენობის გაყიდვის საკითხი არ შედგა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა საკითხის უკან გაწვევა მოითხოვა, რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
სხდომას ესწრებოდა "რადიო ვეის" დამფუძნებელი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
მან საკრებულოს თავმჯდომარეს კითხვით მიმართა და არგუმენტი მოითხოვა, თუ რატომ დადგა იმ შენობის გაყიდვის აუცილებლობა, საიდანაც რაადიო ფუნქციონირებს.
თამარ ყეინიშვილმა, მთივლიშვილს განუმარტა, რომ აღნიშნული ფართის გაყიდვა გადაწყვეტილი არ არის და საკითზე ჯერ მუნიციპალიტეტმა უნდა იმსჯელოს.
სხდომის დასრულების შემდეგ, გელა მთივლიშვილსა და პანკისში მცხოვრები საკრებულოს დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ისინი ჟურნალისტს მოუწოდებდნენ პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავოს და შენობის გაყიდვის საკითხი, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას არ დაუკავშიროს.
მათი თქმით, ფონდი როდისკოტი აპირებს ფართის ყიდვას და ხეობაში მცხოვრები ბავშვვებისთვის უფასო განათლების მიცემას, რის გამოც ისინი, ფართის გაყიდვას მხარს დაუჭერენ.