05 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეიდან იწყება

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეიდან იწყება. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს კავშირი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან აქვს. გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის მთავრობას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 

დღის ამბები