08 სექტემბერი 2026,   17:07
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება, ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტი ვაქცინა აქვს შესყიდული და ეს პროცესი ეტაპობრივად ისევ გრძელდება:

"მთავრობას შარშანდელ მოცულობაზე ბევრად მეტი მოცულობა აქვს შესყიდული და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და არ არის აქ პანიკის დაწყების აუცილებლობა, გრიპის სეზონი არ დაწყებულა, საქართველოში გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის მეორე ნახევარში. საკმაო დრო გვაქვს, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფო ვალდებულებაც შევასრულოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები