09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
სამართალდამცველებს FIFA-ს სკანდალზე შესაძლოა იოზეფ ბლატერის მიმართ კითხვები გაუჩნდეთ

იოზეფ ბლატერი ფიფას თანამშრომლებს გამოემშვიდობა, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარ საქმიანობასა და ორგანიზაციის სკანდალთან დაკავშირებით გამომძიებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდეს.

ინტერპოლმა FIFA-ს 6 მაღალჩინოსანზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. მათ ბრალად ედებათ ფულის გამოძალვა, ქრთამის აღება და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული მათი ჩვენებები იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ საქმის წარმოების საფუძველი გახდეს.

ბლატერის გადადგომის გამო უკმაყოფილებას მოსკოვში გამოთქვამენ და ფიფაში მიმდინარე პროცესები გარე ზეწოლას დაუკავშირეს. ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად რუსეთი იმედოვნებს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი არ გადაიხედება.

FIFA ახალი პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება, პრეზიდენტს კი 8 კანდიდატიდან აარჩევენ.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მეგრელიშვილი.

დღის ამბები