05 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
"242 კასეტური ბომბი გავიტანეთ აქედან" - "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმ ტერიტორიაზეა, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის

"კურიერი" ეულახის რაიონში იმყოფება, საუბარია ტერიტორიაზე, სადაც გადის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი, სწორედ ამ მილსადენზე თავდასხმაში დებს ბრალს ოფიციალური ბაქო ერევანს ბრალს.

ადგილზე შეკრებილები არიან გამნაღველები, ასევე პროკურატურის წარმომადგენლები. 

"ამ ტერიტორიაზე ჭურვი სომხეთის მხრიდან გუშინ ღამე ისროლეს. ეს ჭურვი აზერბაიჯანულმა მხარემ ჩამოაგდო. ეს იყო კასეტური ბომბი. 242 კასეტური ბომბი გავიტანეთ აქედან. 56-ს კი, იმის გამო რომ საშიშია, აქ ავაფეთქებთ. როგორც კი დავასრულებთ გადაღებას, დავიწყებთ ამ ბომბების განეიტრალებას," - განაცხადა ერთ-ერთმა განმაღველმა.

"კურიერის" კორესპონდენტის დავით ცაგარელის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მძიმე არტილერიის გამოყენება. იბომბებოდა ტერტერი, ბარდა, ასევე ჯაბრაელის და ფიზულის რაიონები. ტერტერში ოფიციალური ინფორმაციით, ღამის განმავლობაში 400-ზე მეტი ჭურვი ჩამოაგდო მოწინააღმდეგე მხარემ. 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, კონფლიქტს კიდევ 40 სამხედრო ემსხვერპლა. მათი ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაღუპული სამხედროების საერთო რაოდენობა 280-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაჭრილია 144 ადამიანი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანი დილიდან ქალაქ სტეპანაკერტისა და სხვა დასახლებების დაბომბვას ახორციელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონფლიქტის დარეგულირება კომპრომისების საფუძველზე უნდა მოხდეს. მან "ფრანს პრესთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან დათმობაზე წავიდნენ იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანი მზადაა დათმობებისთვის. სომხეთის პრემიერმა ინტერვიუ მისცა 
"ბიბისი"-საც, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთმა ერევანი დაარწმუნა, რომ ოფიციალური მოსკოვი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თუ სომხეთის ტერიტორიზე დარტყმა განხორციელდება.

დღის ამბები