11 სექტემბერი 2026,   08:30
ვრცლად
სახალხო დამცველი დავით გარეჯის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნის საქმეს შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სისიხლის სამართლის დევნის საქმეს შეისწავლის.

"შესწავლის პროცესში ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, ინფორმაციას გამოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან.

სახალხო დამცველის შესწავლის საგანი იქნება როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი.

საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა,"-წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები