09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ოდესის კომისარი დაკავებულია-თათბირი სააკაშვილის კაბინეტში

ოდესის ოლქის მთავარი კომისარი  დაკავებულია. მასთან ერთად დააკავეს მისი თანამზრახველიც. მათ ბრალი ედებათ ქრთამის აღებასა და წვევამდელებისთვის თანხების გამოძალვაში.

ინფორმაციას ამის შესახებ და ასევე სპეციალური შეხვედრის კადრებს ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი საკუთარი facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

როგორც ირკვევა დამნაშავეები ე.წ. თეთრი ბილეთებით ვაჭრობდნენ, კერძოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ წვევამდელებს სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდნენ.

ოდესის ოლქის ხელმძღვანელობამ პროკურატურას მხარი დაუჭირა და მოუწოდა უფრო ფართომასშტაბიანი ბრძოლა აწარმოონ კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც საზოგადოებას ხელს უშლიან. 

დღის ამბები