ჟენევის ფორმატის ჩაშლის საკითხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეხმაურება.
თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებულია ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა.
მისი თქმით, ამ ფორმატის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, რომელმაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა სამშვიდობო პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს.