ბოლო 24 საათში, აჭარაში გარდაცვლილ კოვიდპაციენტებს, თანდევი მძიმე დაავადებები ჰქონდათ. სამივე პაციენტი სხვადასხვა კლინიკებიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
"სამწუხაროდმ გვაქვს სამი გარდაცვალების შემთხვევა. ერთი 52 წლის მამაკაცი იყო, საკმაოდ დატვირთული ანამნეზით და ორი ქალბატონი, 62 და 84 წლის,"- განაცხადა აჭარის საზ.ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.
"52 წლის კაცი, "მედ-ინიდან" იყო გადმოყვანილი. ხორხის კიბო ჰქონდა, მარცხენა თირკმლის სიმსივნე და შემოყვანისას მართვის სუნთქვაზე იყო. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა. მეორე პაციენტს, 62 წლის ქალს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, თავის ტვინის ინფარქტი, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. მესამე, 84 წლის პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, ჩატარებული ღონისძიებებეის მიუხედავად, პაციენტი გარდაცვალა,"-აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობს, თუმცამ წინა დღეებთან შედარებით, რეგიონში ინფიცირების სტატისტიკამ იკლო.