09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
დონეცკის ოლქში კვლავ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინაში, დონეცკის ოლქში კვლავ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. სეპარატისტებმა უკვე მესამე იერიში განახორციელეს ქალაქ მარინკაზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში სარაკეტო იერიშებს მსხვერპლიც მოჰყვა.

ლუგანსკის მახლობლად 2 ადამიანი ავტომობილში დაიღუპა, რომელსაც სეპარატისტების ჭურვი მოხვდა. კიროვსკის რაიონის ბაზარში ნასროლმა ჭურვებმა კი ხანძარი გააჩინა. მას შემდეგ, რაც უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების ხელახალი ესკალაცია დაიწყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, შეტაკებები ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს.

დღის ამბები