06 მაისი 2024,   11:27
ვრცლად
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები ღამის განმავლობაში ისევ მიმდინარეობდა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები ღამის განმავლობაში ისევ მიმდინარეობდა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დრონების საშუალებით განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი. აზერბაიჯანის 7 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

ოფიციალური ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროების იერიშის დროს დაშავდნენ რეპორტიორები. ცნობილია, რომ დღეს სომხეთში ვიზიტს გეგმავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები