საქართველოში კორონავირუსი კიდევ 527 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამჟამად 10752-ია.
313 ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე 5866 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები 41-ია.