06 მაისი 2024,   02:58
ვრცლად
მარია ზახაროვა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებას პოლიტიკურს უწოდებს

მარია ზახაროვა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებას პოლიტიკურს უწოდებს, რაზეც, მისი თქმით, გასულ წელს გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევება მეტყველებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესპიკერის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმის განაჩენზე ბერლინში გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია.

ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური ბერლინის მხრიდან საქმის აგრესიული პოლიტიზაციის მიუხედავად, რუსეთის შესაბამისი ორგანოები გერმანელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. 7 ოქტომბერს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს.

დღის ამბები