06 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
"ინფიცირების შემდეგ ტრამპი რეალობას მოწყდა და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს" - ნენსი პელოსი და ჯერემი რასკინი

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციების გამართვას გეგმავს, სადაც მისი მხარდამჭერებიც შეიკრიბებიან.

პარალელურად, ნენსი პელოსი და კონგრესმენი ჯერემი რასკინი სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან, რომელმაც ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს.

დემოკრატების თქმით, ინფიცირების შემდეგ ტრამპი რეალობას არის მოწყვეტილი და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ამიტომ, საფუძვლიანად არის შესასწავლი, შეუძლია თუ არა მას სათანადოდ პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება.

ნენსი პელოსის ინციატივას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეშლილი უწოდა.

დღის ამბები