07 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ონში მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" ონში მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა, პარტიის გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა წარადგინეს.

ამბროლაურის, ონის, მესტიის, ცაგერის და ლენტეხის გაერთიანებულ ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა, მერობისთვის დავით ჩიკვაიძე იბრძოლებს.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მათი თქმით, ონში განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ექცევა, ასევე აქცენტი კეთდება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაზე.

დღის ამბები