06 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას დათანხმდნენ

აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას დათანხმდნენ - ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ადასტურებს.

მარია ზახაროვას ინფორმაციით, მოლაპარაკებების შესახებ აქტიური მზადება მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ისევ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ოფიციალურ ერევანში აცახდებენ, რომ აზერბაიჯანი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ახორციელებდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის 7 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება. მათივე ცნობით, იერიშის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები.

ცნობილია, რომ დღეს სომხეთში ვიზიტს გეგმავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დრონების საშუალებით განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი. მათივე განცხადებით, ამჟამად სტეპანაკერტიდან სომეხი ჯარისკაცების ევაკუაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები