19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვები ორ სასამართლოში გაგრძელდება - ბრალდებულთა ნაწილმა ნაფიცი მსაჯულები აირჩია

ნიკოლოზ რევაზიშვილთან და არჩილ გაგნიძესთან ერთად, კიდევ ერთი ბრალდებული, რომელმაც საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემა მოითხოვა, ვახტანგ ჩიქოვანია. გორის რაიონულ სასამართლოში 12-მა პირმა, რომელსაც დაცვისა და ბრალდების მხარე ერთობლივად აირჩევს, უნდა დაადგინონ, აღუკვეთეს თუ არა გურამ ამირხანაშვილს ბრალდებულებმა თავისუფლება, დააორგანიზეს თუ არა ჯგუფური ძალადობა და მონაწილეობდნენ თუ არა მასში.

მსაჯულებზე დღეს უარი განაცხადა "ტოიოტა ქამრის" მძღოლმა ვასილ მახარაძემ, რომელსაც გამოძიება ასევე გურამ ამირხანშვილითვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 

მთავარი მიზეზი, რის გამოც ბრალდებულებმა ნაფიცი მსაჯულები აირჩიეს, სასამართლოს მიმართ უნდობლობაა. დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს, რასაც მსაჯულების განაჩენი დაამტკიცებს.

დღის ამბები