06 სექტემბერი 2026,   13:10
ვრცლად
აჭარაში გარდაცვლილი 4 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადნყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი და 3 ქალი.

65, 76, 80 და 90 წლის პაციენტებს მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ. მედიკოსების ინფორმაციით, სწორედ ქრონიკულმა დაავადებებმა გაართულა მკურნალობის პროცესი და ვერ მოხერხდა პაციენტების გადარჩენა.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევათა უმრავლესობა წინა დღეებში გამოვლენილ ინფიცირებასთან კონტაქტირებულია.

რეგიონის კოვიდცენტრებში 539 პირია მოთავსებული, კოვიდსასტუმროებში კი 895. აქედან 45 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, 800-ზე მეტი პირი კი ბინაზე აგრძელებს მკურნალობის კურსს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები