"საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ" ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები ამომრჩეველს პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა გააცნო. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი ნატალია ძიძიგური იქნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატად ლადო ურუშაძე დაასახელეს, პარტიული სიის პირველი ნომერი კი მერაბ ბოლქვაძეა.
კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრეს და ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შეიქმნას, საჭიროა ხელისუფლებაში მეტი კონსერვატორი მოვიდეს.