"ქართულმა ოცნებამ" მესტიელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
ენუქიძე მმართველ გუნდის კანდიდატია ლენტეხის, ონის, ცაგერისა და მესტიის მაჟორიტარულ ოლქში.
ენუქიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შეკრებილებს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ წარუდგინეს. მათ შეკრებილებს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მხარდამჭერებს მიმართა კანდიდატმაც და პრიორიტეტებზეც ისაუბრა.