პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" კასპისა და გორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. პარლამენტის დეპუტატობისთვის "ლელოს" სახელით კასპსა და გორში პაპუნა კობერიძე იბრძოლებს.
პაპუნა კობერიძის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ ამომრჩეველს ანტიკურ ქალაქ უფლისციხეში წარუდგინა.
მამუკა ხაზარაძემ მომხრეებს მოკლედ გააცნო წინასაარჩევნო პროგრამა და მათ პაპუნა კობერიძის მხარდაჭერა მოუწოდა.