126-ე სკოლის პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკოლის პირველი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
"ხუთშაბათის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა. მას ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც ეპიდემიოლოგებს მივმართეთ, კლასის პრევენციის მიზნით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიყვანეთ," - განაცხადა თბილისის #126 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა მჭედლიძემ.